სტოიჩკოვის უარი რონალდუს: ამას მხოლოდ საუკეთესოებთან ვაკეთებ

  • 26-03-2020, 12:34
  • სტოიჩკოვის უარი რონალდუს: ამას მხოლოდ საუკეთესოებთან ვაკეთებ

    "ბარსელონას" ლეგენდა ხრისტო სტოიჩკოვი აცხადებს, რომ არ აპირებს ოდესმე კრიშტიანუ რონალდუსთან ინტერვიუ ჩაწეროს და ასევე განმარტავს, თუ რატომ მიიჩნევს ლეო მესის პორტუგალიელზე უკეთეს ფეხბურთელად.

    ბულგარელ ლეგენდას ინტერვიუ არაერთ ცნობილ ყოფილ ფეხბურთელთან ჩაუწერია. მათ შორის არიან გარი ლინეკერი, პეპ გვარდიოლა, რონალდ კუმანი, მაურისიო პოჩეტინო, პაულო მალდინი და ფრანჩესკო ტოტი. თუმცა, სტოიჩკოვის თქმით, ის არ აპირებს კრიშტიანუ რონალდუსთან ისაუბროს.

    "ინტერვიუ ჩავწერე ყველა იმ ადამიანთან, რომლებიც მიყვარს, მათ შორის ჩემს მეგობრებთან, ჰაჯისთან და პოპუსკუსთან. კრიშტიანუ რონალდუსთან ამას არასდროს გავაკეთებ. არ მინდა ეს მოხდეს. მე ინტერვიუს ფეხბურთზე საუბრისთვის ვწერ და არა ხმაურიანი სათაურებისთვის. ვიხსენებთ კურიოზებს, ვსაუბრობთ სწავლების პროცესზე... ამას საუკეთესოებთან ვაკეთებ." - განაცხადა სტოიჩკოვმა Mundo Deportivo-სთან საუბრისას.

    54 წლის ბულგარელმა მესისა და რონალდუს შედარებაზეც ისაუბრა: "ბევრი ადამიანი მესის რონალდუს ადარებს, თუმცა არგენტინელის შედარება მხოლოდ პელესთან, მარადონასთან და კრუიფთან შეიძლება. როდესაც რონალდუზე ვსაუბრობთ, მას მხოლოდ მესის ვადარებთ. ეს, ამ ორს შორის არსებული დიდი სხვაობაა."

    ხრისტო სტოიჩკოვი "ბარსელონაში" 1990-1995 და 1996-1998  წლებში თამაშობდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 255 თამაში ჩაატარა, 116 გოლი გაიტანა და 13 ტიტული მოიგო. 1994 წელს, სტოიჩკოვი "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 26 მარტი 2020 17:18

    სულელი კაცის სულელურ ბოდვას გავს მისი ეს განცხადება. არ ეკადრება

    1
    გასულია

    3 - 26 მარტი 2020 16:19

    ციტატა: me da barca
    ამ ქეთუსას სად ცალია ინტერვიუსთვის. გაერიდა იტალიას და თავის მშობლიურ მადეირას კუნძულზე ისვენებს. ნახევარი ევროპა დაინფიცირდა ვირუსით, ეს კი აუზში გადაღებულ სურათებს დებს და დაკუბთული სხეულის დემონსტრირებას ახდენს.

    მაგის ცოლი კიდევ, ტანსაცმლის მაღაზიებში ნახეს პორტუგალიაში. არადა დედასთან მიდიოდა ინფარქტგადატანილთან, სინამდვილეში ბასეინებიდან დებს სურათებს. იუვეს ყოფილი პრეზიდენტი ჯოვანი კობოლი ჯილი, წერს რომ რონალდუს გამონაკლისის სახით დაუთმეს, მან კი კლუბში სიტუაცია დაძაბაო.:https://www.eurosport.ru/football/serie-a/2019-2020/story_sto7712734.shtml
    იქვე წერენ იმასაც რო რონალდუს წასვლა უნდა და პსჟ-ს გარდა მანჩესტერ იუნაიტედის ბოსებსაც ელაპარაკებაო. პირობა ერთია მანჩესტერი ლიგაზე უნდა გავიდეს.

    1
    გასულია

    2 - 26 მარტი 2020 15:22

    ამ ქეთუსას სად ცალია ინტერვიუსთვის. გაერიდა იტალიას და თავის მშობლიურ მადეირას კუნძულზე ისვენებს. ნახევარი ევროპა დაინფიცირდა ვირუსით, ეს კი აუზში გადაღებულ სურათებს დებს და დაკუბთული სხეულის დემონსტრირებას ახდენს.

    1
    გასულია

    1 - 26 მარტი 2020 14:42

    რონალდუ გააცამტვერა :დ

    5
    --------------------
    GRACIES JOHAN...

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    File AdjadaPHP.php not found.
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი