პედრო: სეზონის ბოლოს "ჩელსის" დავტოვებ

  • 26-03-2020, 12:43
  • პედრო: სეზონის ბოლოს "ჩელსის" დავტოვებ

    "ბარსელონას" ყოფილი და "ჩელსის" ამჟამინდელი ფეხბურთელი, პედრო როდრიგესი აცხადებს, რომ სეზონის ბოლოს ლონდონურ კლუბს დატოვებს.

    "სეზონის ბოლოს "ჩელსისთან" კონტრაქტს შევწყვეტ. ვნახავთ, რა მოხდება მომავალში, თუმცა ახლა ამაზე არ უნდა ვიფიქრო, რადგან არც კი ვიცით, როდის განახლდება ვარჯიშები", - პედროს სიტყვებს რადიო Cadena SER-ის გადაცემა El Larguero ციტირებს.

    ადრე გავრცელებული ინფორმაციით, "არისტოკრატთა" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლემპარდი მზადაა, დაახლოებით 8 ფეხბურთელი გაუშვასდა გუნდი სრულად განაახლოს.

    ესპანელმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 1 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.

    პედრო "ბარსელონას" პირველ გუნდში 2008-2015 წლებში თამაშობდა. ცოტა ხნის წინ, მან კატალონიურ გუნდში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    InFiNiTe8 გულშემატკივარი

    3 - 26 მარტი 2020 19:12

    მოდი პედრიტოოო, 32 წლის ზამენისთვის მშვენიერია

    1
    საიტზეა

    2 - 26 მარტი 2020 16:08

    აი ამაზე უკეთესი ზამენაზე ვინ უნდა მოიყვანონ, აუცილებლად 100 მილიონი უნდა გაისროლონ? სიხარულით მოვა თან უფასოდ და დასვან რა სკამზე და უმნიშვნელო თამაშებში მაინც შეცვლის სუარესს. თუ აუცილებლად უნდა დაიტრამვოს ვიღაცა რო მერე დაიწყონ ტემპში ძებნა?

    1
    გასულია

    1 - 26 მარტი 2020 15:12

    ეს კაცი არ იყო გასაშვები.ბევრი შავი სამუშაოს შესრულება შეუზლია. ზამენაზე იდიალური და ძირითადსშიც თავის სიტყვას იტყოდა როტაციის დროს... და ზოგიერთ ვითომ ტოპ ვარსკვლავს კასტილისკენ და ხელფასისკენ რომ აკვს მიდრეკილება ბევრად აჯობებდა , გუნდს დაეხმარებოდა...

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    File AdjadaPHP.php not found.
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი